დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

628

დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 და მე-5 კორპუსებთან, პაიჭაძის ქუჩის N1-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსთან და წერეთლის გამზირის N59, N61-სა და N63-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა.

დიდუბის გამგეობის ცნობით, კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწესრიგა, როგორც სამანქანო გზა, ასევე ფეხითმოსიარულეთა ბილიკები და ბორდიური. ამ ეტაპზე, ბორდიურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭიაურელის ქუჩის გასასვლელში, სადაც დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის მოთხოვნით, სანიაღვრე ქსელი მოაწყო.

დიდუბის რაიონში, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის გამზირის N1 კორპუსთან და ტერევერკოს შესახვევში მიმდინარეობს, რამდენიმე მისამართზე კი, უკვე დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით< მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.