ბოლნისში ადგილობრივი ბაზალტით რამდენიმე ქუჩის მონაკვეთი მოპირკეთდება

803

ქალაქ ბოლნისის ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები 2018 წელსაც გაგრძელდება. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სამშენებლოს სამუშაობის შესასრულებლად ელექტრონული ტენდერი ოთხ ობიექტზე უკვე გამოაცხადა.

ბოლნისის ბაზალტით წისქვილის, ლადო ასათიანის, ფარნავაზ მეფის, შოთა რუსთაველისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გარკვეული მონაკვეთები მოიკირწყლება.

მერიის ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტორტუარები და სანიაღვრე ცხაურები მოეწობა. სამუშაოებისას კი ადგილობრივი მცხოვრებლები დასაქმდებიან.