საგარეჯოს საკრებულომ 2 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

685

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნატო ყაზარაშვილმა განაცხადა, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს. ყაზარაშვილის ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება.

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაკანტურია საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისა და მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები. უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე კი ეს მოთხოვნა არ არის. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 600-დან 800 ლარამდე მერყეობს“, – განაცხადა ნატო ყაზარაშვილმა.

მისივე თქმით, განაცხადების მიღება 29 ივნისამდე გაგრძელდება.