მარტვილის მერიის შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის 41 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება

759

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის ეზო კეთილმოეწყობა. სამუშაოებისთვის მარტვილის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. სამუშაოებზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 41 072 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 60 დღეში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, შეიცვლება დაზიანებული ბეტონის საფარი, გაკეთდება დეკორატიული ფილები, ბორდიურები, დაგეგმილია შენობის უკანა კიბის საფეხურების და ბაქნის მოპირკეთება დეკორატიული ფილებით, უკანა გასასვლელში ლითონის მოაჯირის აღდგენა, დეკორატიული სკამის მოწყობა და ა.შ.

ეზოში ასევე ავტოსადგომიც მოეწყობა.

„ადმინისტრაციის შენობაში ჩამოგვდის წყალი. შენობა თავის დროზე ხანძრით დამწვარი იყო. კედლები დახეთქილია. სახურავის შესაკეთებელი სამუშაოებიც საჭიროა. მერის კაბინეტშიც ჩამოდის წყალი. ვაპირებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერის გამოცხადებასაც“, – თქვა ალექსანდრე გრიგალავამ.