ცნობილია რამდენი ქვეწარმავალი დაიჭირეს თბილისში 2018 წლის დასაწყისიდან

1102

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის დასაწყისიდან 20 ივნისის ჩათვლით, თბილისში 244 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2017 წელს უწყების თანამშრომლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 438 ქვეწარმავალი დაიჭირეს. ამასთან, ქვეწარმავლების გამოჩენის პიკი მაისში, ივნისსა და ივლისშია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის თქმით, შხამიანი გველები გვხვდება ძირითადად, ორთაჭალაში, კრწანისში, ფონიჭალაში, აფრიკისა და აეროპორტის ტერიტორიებზე.

რაც შეეხება დედაქალაქში გიურზების მომრავლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ცხოველთა მონიტორიგნის სააგენტოში ამბობენ, რომ გიურზის დაჭერის წელს მხოლოდ 1 შემთხვევა იყო.