ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის პირველ საათამდე იმუშავებენ

579

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის პირველ საათამდე იმუშავებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

როგორც ავტოტრანსპორტის მენეჯმენტში განმარტავენ, ცვლილება მომატებულ მგზავრთა ნაკადს და ზაფხულის სეზონს უკავშირდება.

“საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზები ქალაქ ბათუმს დილის 7 საათიდან ღამის პირველ საათამდე მოემსახურება”,- განაცხადა შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ბესიკ დათიაშვილმა.