თბილისში ფერისცვალების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

714

თბილისში, ფერისცვალების ქუჩის N6-ში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არსებული ცნობით, დაზიანდა მილები, რის გამოც მოსახლეობას წყალი, გაზი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. სახლს კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომელიც ამ სახლში არ ცხოვრობს. ადგილზე ისნის გაგებელი კახა ლაბუჩიძე მივიდა, რომელიც სახლის მეპატრონეს დემონტაჟს დაჰპირდა.

დაზიანებული მილების აღდგენაზე მუშაობა დაწყებულია.