ქუთაისის უბნებში სავარჯიშო მოწყობილობებს ამონტაჟებენ

545

ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოები ერთდროულად ქალაქის 13 უბანში მიმდინარეობს. თითოეულის ღირებულება 20 000 ლარია.

ქუთაისის მერიის ცნობით, გამოცხადებულ ტენდერში შპს „ჯეო პარკინგმა“ გაიმარჯვა.

„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ხელშეწყობა ახალგაზრდებში, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.