შემუშავდება თუ არა ბათუმის ბულვარის ერთიანი კონცეფცია

3017

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გეგმავს, რომ დღის წესრიგში დააბრუნოს ბათუმის ბულვარის მერიისთვის დაბრუნების საკითხი. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

წლების წინ, ბათუმის მერიამ ბულვარი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს გადასცა სამართავად და რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, უკან ვეღარ დაიბრუნა.

ლაშა კომახიძის განმარტებით,  ამ საკითხზე მერიისა და აჭარის  მთავრობის მოსაზრებები თანხვედრაშია. ამის შესახებ კომახიძემ ბულვარში რესტორნების გახსნის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

თქვა, რომ საკითხი ერთიანი  კონცეფციით უნდა რეგულირდებოდეს.

კონცეფციის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს ტურიზმის ექსპერტი ზვიად ელიზიანიც.