თბილისის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება

545

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები დაიდგმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

მისი თქმით, პარკებში გარევაჭრობა სერიოზული პრობლემაა და ამ საკითხის მოგვარება ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს დაავალა.

“ეს არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს სოციალურად. ამ ადამიანების მიმართ ჩვენი თანადგომა არის მნიშვნელოვანი. მინდა დავავალო ჩვენი პარკების ადმინისტრაციას, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ და ამ ადამიანებს მიეცეთ ნორმალურად ვაჭრობის შესაძლებლობა. პარკებში უნდა გამოიყოს კონკრეტული ადგილები, რომლებიც იქნება კეთილმოწყობილი იმისთვის, რომ ქაოტურად არ მოხდეს გარევაჭრობა, საუბარია არამალფუჭებად საქონელზე”, – თქვა კახა კალაძემ