გორის მუნციიპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1300

გორის მუნციიპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, გორის მუნციიპალიტეტის სოფლების, სათემო – ციცაგიაანთკარი – ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტო – ბეტონის დაგებას შპს „საგზაო სამმართველო №1“ სექტემბერში დაასრულებს. პროექტის ღირებულება 1 442 000 ლარია. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

ამასთან, ნინოშვილის ქუჩის რებილიტაცია, რომელსაც შპს „შარა“ აწარმოებს. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 894 773 ლარია ოქტომბერში დასრულდება. ქუჩის სრული რეაბილიტაცია წლებია არ განხორციელებულა. დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.

ასევე, მერიის ინფორმაციით, სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის და სტალინის ქუჩის 158 მეტრიანი მონაკვეთის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩამდე) გზის საფარის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება კახნიაშვილის ქუჩის 347 მეტრიანი ქუჩის წყალანარინების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.

პროექტის ღირებულება 712 ათას ლარს შეადგენს. სამუშაობს გორის მაჟორიტარი დეპუტატის კომპანია შპს „იბოლია“ აწარმოებს.

მიმდინარე პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.