2018-2019 სასწავლო წლისთვის საქართველოში 23 ახალი სკოლა გაიხსნება

790

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს განათლების პრიორიტეტები გააცნო და სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ჩხენკელის თქმით, 2017 წლის სექტემბრიდან დღემდე 152 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. შენდება 27 ახალი სკოლა, რომელთაგან 23 მათგანი 2018-2019 სასწავლო წლისთვის ექსპლუტაციაში შევა.

“ევროპის საბჭოს ბანკის სესხის ფარგლებში განხორციელდება 25 სკოლის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში უკვე დასრულდა 3 საჯარო სკოლის პროექტირება. ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილი იქნება გარეპერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამით მთავრობის წევრობის კანდიდატებს გაერთიანებულ საკომიტეტო სხდომებზე უსმენენ.

მინისტრობის ზოგიერთ კანდიდატს მხარი უკვე დაუჭირეს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო ფრაქციებში მოუსმენენ.

20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის კაბინეტიდან თავდაპირველად მხოლოდ ის მინისტრები მიდიან, რომლებმაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს. ესენი არიან: მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. ცვლილებების პირველ ეტაპზე მინისტრების მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ.