ახალციხეში, მარდის დასახლებაში ცხაურები ისევ დაზიანებულია

926

ახალციხეში, მარდის დასახლებაში, ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე, სანიაღვრე არხზე მეტი ცარიელი ადგილები გაჩნდა. აქ ცხაურების ნაწილი აღარ არის და რაც შემორჩა დაზიანებულია. ახალციხის მერიაში ერთი თვის წინ განაცხადეს, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეკეთებას, გზების მოვლაზე პასუხისმგებელ კომპანიას დაავალებდნენ, თუმცა, დასახლებაში ცხაურები ამ დრომდე დაზიანებულია. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.