საბურთალოს რაიონში ბერიტაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

526

საბურთალოს რაიონში ბერიტაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის გასართობი ზონა განთავსდება. ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სკვერში სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დამონტაჟდება და ტერიტორია ღობით შემოიფარგლება.

სკვერის რეაბილიტაციას გამგეობის დაკვეთით, შპს „გრინსერვის +“ ახორციელებს.