სამგორის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1202

სამგორის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, სხვადასხვა მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ქიზიყის ქუჩაზე N2-ში კორპუსის წყალსაწრეტი მილებისა და ქანობიანი სახურავის შეკეთება უკვე დასრულდა. ხოლო, ქებურიას ქუჩაზე N2-ში კორპუსის წყალსაწრეტი მილებისა და ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, მუხაძის ქუჩაზე N6/3-ში კორპუსის ბრტყელი სახურავი წესრიგდება, მესამე მასივში, ზემო პლატოზე , N5 კორპუსის ბრტყელ სახურავს კი რეაბილიტაცია უტარდება.