დუშეთის სოფელ მჭადიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილი გაკეთდა

937

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მჭადიჯვარში სასმელი წყლის ჭაბურღილი გაკეთდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში გაკეთდა 32 საუბნო ონკანი, რომლითაც 450-მდე ოჯახი სასმელი წყლით მთელი დღის განმავლობაში იქნება უზრუნვეყოფილი.

სამუშაოები კომპანია შპს „თერგმა” შეასრულა.