როგორი იქნება ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი რეაბილიტაციის შემდეგ. ფოტო

2107

თბილისში, ბარათაშვილის აღმართისა და ალაზნის ქუჩის დამაკავშირებელი დაზიანებული კიბის დემონტაჟის, ახალი კიბის მოწყობისა და დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრების სამუშაოებზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 499 505 ლარია. პროექტი 2018 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ტურისტული მარშრუტების საკვანძო მონაკვეთზე  ძველი თბილისისთვის სახასიათო დიზაინის ქუჩის ლამპიონები მოეწყობა. თანდართული ესკიზის მიხედვით სანათი უნდა მოეწყოს არსებულ მოაჯირზე.

ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ოვალისებრი ორნამენტით, რომელსაც თავის მხრივ ექნება მანათობლის საკიდის ფუნქცია.

არსებული კიბის დემონტაჟის და მოწყობის სამუშაოების დაწყებამდე  ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ითვალისწინებს სამშენებლო ობიექტის შემოსაზღვრას ინვენტარული ღობით. სამშენებლო მოედანი მოიცავს კიბის მიმდებარე ქვედა ქუჩის ტროტუარის ნაწილს და ზედა ქუჩის სავალ ნაწილს.