ვინ დაიცავს თბილისის მერიის ინტერესებს “სიტი პარკის” სასამართლო დავაში

867

წინა სტატია

თბილისის მერია „სიტი პარკთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო სამართლებრივი დავისთვის იურიდიულ მომსახურებას შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ გაუწევს. აღნიშნული მომსახურება მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით შეისყიდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ლარი იყო. ინფორამცაის bpn.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ზოგიერთი პუნქტი დაფარულია, მათ შორის, კომპანიის ვალდებულებებისა და ანგარიშსწორების წესის ნაწილში.

შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“ რეესტრში 2012 წლის მაისში არის დარეგისტრირებული. რეესტრის ბოლო 26 აპრილის ამონაწერით, კომპანიის 50%-50%-იან წილებს დირექტორები – არჩილ გიორგაძე და ნიკოლა მარიანი ფლობენ.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ ბრიტანული იურიდიული კომპანია „ფრეშ ფილდი“ დაიქირავა. 

10 აპრილს „სიტი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია კომპანია „სიტი პარკთან“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.