ქედაში გარეგანათებისთვის 64 ათასი ლარი დაიხარჯება

668

ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრებისა და კომპაქტურად დასახლებული უბნების განათება იგეგმება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

64 ათასი ლარი დაიხარჯება სოფელ ძენწმანიდან დაბის მიმართულებით გარაგენათების სისტემის მოსაწყობად. ამ ეტაპზე კი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.

“კომუნალსერვისის” უფროსის განმარტებით, სამუშაოებისთვის ტენდერი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.