გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

740

გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ცნობით, სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს.

გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.