სენაკის სოფელ ახალსოფლში გარეგანათებას ამონტაჟებენ

582

სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, გარეგანათების ლამპიონების ამონტაჟებენ.

მერიის ცნობით, ლამპიონების მოწყობის სამუშაოები, რომელიც ახალსოფელში პირველად ხორციელდება, ერთ კვირაში დასრულდება.

აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი აწარმოებს.

გარეგანათების ქსელის მოწყობის პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.