გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთის წყალარინების სისტემის სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს

665

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საერთაშორისო კონტრაქტორის TAHAL Group-ისა და საზედამხედველო კომპანია Safege-ს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ტექნიკურ საკითხების განხილვა იყო.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკმა 89 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამინისტროს ცნობით, ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად იმართება შეხვედრები სამშენებლო და საზედამხევდელო კომპანიების წარმომდგენლებთან, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და სამუშაოების ტემპის დაჩქარებაა.