წალკის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

888

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშისა და სოფელ ავრანლოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ცნიბით, აღნიშნული გზის მონაკვეთი, წლების განმავლობაში არ შეკეთებულა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი 4600 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება და მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება.