მცხეთის სოფლებში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

655

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელსა და ძალისში, ხელოვნურსაფარიანი მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ამ სოფლებში სპორტული მოედნების დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და ლითონის შემოღობვა ზაფხულის ბოლომდე უნდა მოასწროს, ხოლო სოფელ წილკანში სრულიად ახალი მოედნის მშენებლობა დაასრულოს.

სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს ,,საგზაო 33“ ასრულებს.