რა ღირს თბილისის სხვადასხვა უბანში ბინის ქირაობა. კვლევა

978

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასის ინდექსი 1.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კვლევაში წერია, რომელზეც სტატია bpn.ge-მ მოამზადა.

კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში, 1 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 6.7 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.

ამასთან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 8.71 დოლარი (21.68 ლარი) მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.4 დოლარი (10.90 ლარი) გლდანშია.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე – 6.93 დოლარი (17.23 ლარი); ნაძალადევში – 5 დოლარი (12.43 ლარი); დიდუბეში – 6.10 დოლარი (15.16 ლარი); ვაკეში – 7.59 დოლარი (18.86 ლარი); ჩუღურეთში – 6.98 დოლარი (17.36 ლარი); ისანში – 7.06 დოლარი (17.54 ლარი); კრწანისში – 7.79 დოლარი (19.36 ლარი); ხოლო სამგორში – 5.23 დოლარი (13 ლარი) იყო.

კვლევა „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Jump Start-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ჩატარდა და პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.