თბილისის საკრებულოს სხდომაზე “თემქის ხევის“ პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელეს

746

ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე “თემქის ხევის“ პრობლემის მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ტალიაშვილის თქმით, 11 ჰექტარზე გადაჭიმული, დაჭაობებული სივრცე, ხელს უშლის და არის წინაღობა თემქის სწრაფი განვითარებისთვის.

“საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობა კი საშუალებას მოგვცემს რაიონის აბსოლუტურად სხვა პოზიციონირებისთვის, რაც იქაური მცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა ყველა საკითხის ადვილად მოგვარების საფუძველი გახდება. ჩვენ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებებს ვასრულებთ“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ თემქის ხევში პარკის გაშენების შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე 13 ივნისს განაცხადა.