აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 1 600 000 ლარი დაიხარჯება

630

ახალციხეში, აგარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 1 600 000 ლარი დაიხარჯება და პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხის მერიაში აგარის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს. გზაზე ასფალტო–ბეტონი უნდა დაიგოს და სამუშაოები 2019 წლამდე დასრულდეს.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია გზის ნაწილს ჩაუტარდება და ამისთვის 800 000 ლარი დაიხარჯება, იმავე რაოდენობის თანხა მოხმარდება მომავალ წელს მეორე ეტაპის სამუშაოებსაც.

აგარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, „მაღალმთიანი დასახლების განვითარების“ ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აქედან 95% პროცენტს ფონდი დააფინანსებს, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიწერება.