უბნები თბილისში, სადაც ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება

1350

შემოდგომას თბილისს  9 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. ახალაშენებულ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, შესააბამისად, ისინი აღსაზრდელთა სარეგისტრაციო ფორმაში აისახება. ინფორმაციას იმედინიუსი ბაგა ბაღების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს 12:00 საათზე, ხოლო მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.

ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების ნომრებია:

ნაძალადევის რაიონში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე – N49

საბურთალოს რაიონში – სოფელ დიღომში N67

საბურთალოს რაიონი – დიდი დიღმის  მე-3 მ/რ N73

გლდანის რაიონში – სოფელი გლდანი N53

გლდანის რაიონი  – მე-3 მ/რ. მ N57

ვაკის რაიონში – ნუცუბიძის მე-4 მ/რ N44

ვაკის რაიონში – წყნეთში, ბაღი N118

დიდუბის რაიონში – ზუგდიდის ქუჩა N3-ში, ბაღი N38

ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე – ბაღი N68