გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო 2016 წლიდან დღემდე 431 მოქალაქეს მოემსახურა

1014

2016 წლიდნ დღემდე, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროს განცხადებით 231-მა მოქალაქემ მიმართა, ზეპირი კონსულტაცია კი 200 ადამიანის გაეწია. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “მოზაიკას“ მაკრახიძის ბიუროდან მიაწოდეს.

მიღებული წერილის მიხედვით, 2017-2018 წლებში, დეპუტატის ინიციატივით, უფასო სამედიცინო გამოკვლევით 550-მა პაციენტმა ისარგებლა.

“ბიურომ განიხილა მოქალაქეთა წერილები და საჩივრები, განცხადებაში დასმული საკითხის ირგვლივ მოამზადა შესაბამისი დასკვნები და წინადადებები, რითიც მივმართეთ შესაბამის ორგანოებს. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ბიუროს მომართა 231-მა მოქალაქემ, ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია გაეწია 200 ადამიანს, შესაბამის სამსახურებს ბიურომ 151 წერილით მიმართა“, – წერია დეპუტატის ბიუროს მიერ რადიოსთვის მიწოდებულ წერილში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ბიუროს ყოველთვიური ხარჯი 4200 ლარია, წლიური დანახარჯი კი 50 400 ლარს შეადგენს.