გორის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შესარჩევ კონკურსში ვერავინ გაიმარჯვა

687

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად საკრებულოში  დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარმოდგენილი ოთხი საკონკურსო პროექტი. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

კომისიაში ამბობენ, რომ ვერცერთმა საკონკურსო პროექტმა კონკურსის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ვერ გამოვლინდა გამარჯვებული. ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის მანამდე არსებული სიმბოლოების შესახებ და გადაწყვიტეს, რომ მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს 2015 წლის 9 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #48 დადგენილებით ,,გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სიმბოლოები. 

ამასთან, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის პროექტი შესათანხმებლად გადაეგზავნა საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს.