ავჭალაში სამი სკვერი მოეწყო

865

თბილისში, ავჭალაში სამ მისამართზე სკვერი მოეწყო. კერძოდ, კაჭარავას ქუჩა N77-ში, გლდანის ხევის N10 და ლიბანის ქუჩის N29 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

გლდანის ხევის N6-6ა-ს მიმდებარედ ფიტნეს ზონაც განთავსდა. გლდანის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმით, გარდა ამისა, გლდანის რაიონში, ოთხ მისამართზე დიდი სკვერი ეწყობა.

გლდანის რაიონში სკვერების მოწყობა კიდევ ათ მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ასევე, განთავსდება კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა. მცირე სკვერების მოწყობის სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს.