გურჯაანში, კურორტი ახტალა 3 760 000 ლარად გაიყიდა

წინა სტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი ახტალა შპს “გლობალ ვიქთორი ჯორჯიამ”3 760 000 ლარად იყიდა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

კურორტის საწყისი ფასი 3 755 000 ლარი იყო. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა ააშენოს, რაშიც, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ცნობისთვის, ახტალა საქართველოში ტალახით ერთადერთი კურორტია, სადაც მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. კურორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ, მათ შორის, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან.

მსგავსი სიახლეები