შუახევის მერია უკიდურესად გაჭირვებულ 9 ოჯახს სახლს უყიდის

შუახევის მერიაში „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამის“ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის მიმდინარეობას გაეცნო შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. კომისიამ ადგილზე შეისწავლა ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახების მდგომარეობა და ფოტო-ვიდეო მასალაზე დააფიქსირა არსებული სიტუაცია.

სხდომაზე წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კომისიამ განიხილა აღნიშნული ოჯახების მდგომარეობა და გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებში თითო ოჯახი შეირჩევა, რომელთაც სახლს უყიდიან.

„უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“”,მუნიციპალიტეტის ფარგლებში, 9 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვას ითვალისწინებს. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს.

მსგავსი სიახლეები