გურჯაანის მერიასა და პოჟავსკა-ბისრიცას შორის მემორანდუმი გაფორმდა

610

გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და სლოვაკეთის, პოვაჟსკა-ბისტრიცას მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

გურჯაანის მერიის ცნობით, მემორანდუმს ხელი, 6 ივნისს, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პოვაჟსკა-ბისტრიცას რაიონის მერმა კარლოს იანასინმა მოაწერეს.

ურთიერთანამშრომლობის სურვილის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას გულისხობს.