ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა წვიმისა და ქვის ცვენის გამო დაკეტილია

850

ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ83 დაკეტილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, დიზი-ლახამულას მონაკვეთზე კმ91-კმ101 მოძრაობა ცალმხრივად გახსნილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე მოძრაობა წუხელ ჩაიკეტა და დღეს დილით ნაწილობრივ გაიხსნა.