თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ, ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება

1595

სტატიია გაგრძელება

მზიურის პარკში ღონისძიება „ერთად გავიხსენოთ 13 ივნისი“ გაიმართა. დედაქალაქის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სტიქიის შედეგებზე ილაპარაკა.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიამ ღონისძიებაზე თქვა, რომ თბილისში, 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის ძეგლი დაიდგმება და  მოხალისეების სახელობის ჯილდო დაწესდება.

​ბეჰემოტის ძეგლის ავტორი ნიკუშა შენგელაია, ხოლო შემსრულებელი ლევან ვარდოსანიძე იქნებიან.

„13 ივნისის ტრაგედიის მეორე დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობდა ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტზე, რომელიც სტიქიას გადაურჩა. შემდეგ „ბეგი“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ხელოვანების, მოხალისეების და ამიტომ დედაქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისში დაიდგას ბეჰემოტ „ბეგის“ ძეგლი. ასევე, 2019 წლიდან ყოველ 13 ივნისს, იმ მოხალისეების სახელით, რომლებიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდნენ, სხვა მოხალისეებს, რომლებიც  თბილისზე მზრუნველნი იქნებიან, ჯილდო გადაეცეთ“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.