გერმანიის ქალაქი ბიბერახი თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს

1000

გერმანიის ქალაქი ბიბერახი ქალაქ თელავთან მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას განაგრძობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გელა სამხარაულმა განაცხადა, რომელიც ქალაქ ბიბერახიდან მოწვეულ სტუმრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გერმანელი სტუმრები საქართველოს პარლამენტში ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატის უშუალო მოწვევით იმყოფებოდნენ.

გელა სამხარაულმა სტუმრებს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის პრინციპები გაცნო.

„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სოციალური საკითხების მიმართულებით. თელავში არსებობს სკოლა, რომელსაც შეფობას ბიბერახის მეგობრული ჯგუფი უწევს. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქართველი ფერმერების ხელშესაწყობად რამდენიმე ერთობლივი პროექტი განვახორციელეთ. ეს პროექტები, ძირითადად, მესაქონლეობას ეხება. ვმუშაობთ ჯიშების გაუმჯობესებაზე, ასევე, ნიადაგების ლაბორატორიულ კვლევაზე“ , – განაცხადა გელა სამხარაულმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქალაქები, ბიბერახი და თელავი მეგობრობის 30 წლიან იუბილეს აღნიშნავენ. პარტნიორობის 30 წლიანი იუბილის აღსანიშნავად, ბიბერახში თელავის დღეები მოეწყო და საქართველოს კვირეული ჩატარდა.

გერმანელმა სტუმრებმა თბილისის და კახეთისა შემდეგ, იმერეთი მოინახულეს. დაათვალიერეს პარლამენტის ქუთაისი სასახლე და პლენარულ სხდომასაც დაესწრნენ.