ავლაბარში, ძლიერი წვიმისგან ჩამოშლილი კედლის ტერიტორია იწმინდება

679

წინა სტატია

ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N3-ში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოშლილი ავარიული შენობის კედლის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ცნობით, მეტეხის ქუჩა N3-ში არსებული ავარიული შენობა ისტორიულ არეალში, ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს.

შენობის მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი სახლების, ქუჩაზე ავტომანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, ჩამოშლილი ფრაგმენტებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, შენობის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი შესაბამისი წესების დაცვით მოხდება.