საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი გაიხსნება

883

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, სამედიცინო ცენტრი „დიაგნოზი“ 16 ივნისს გაიხსნება.

მერიის ცნობით, ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. სადაც პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები.

“პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან – წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა „მზერადან“ მოწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები.

სამედიცინო ცენტრს ექნება არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც.

“დიაგნოზი” 24 საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას”,-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ  „დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელში გაიხსნება