ფოთში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო

977

ფოთში ზღვის სეზონი ოფიციალურად ზღვის წყლის სინჯების გამოკვლევის შემდეგ გაიხსნება – ამის შესახებ ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა, გია რუხაძემ განუცხადა. ინფორმაციას  აიპრესი ავრცელებს.

ფოთში ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგი დაიწყო, ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლებმა საანალიზოდ, ზღვის წყლის სინჯი ოთხი სხვადასხვა ადგილიდან აიღეს. ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგები დაახლოებით ათ დღეში გახდება ცნობილი.

“ლაბორატორიული კვლევის ცენტრის თანამშრომლების მიერ აღებულ იქნა მიმდინარე სეზონის პირველი სინჯები, გამოკვლევები ჩატარდება ტრადიციულად 5 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად თვეში ორჯერ ორი კვირის ინტერვალით. გამოკვლეული იქნება აღებული ნიმუშები, როგორც მიკრო ბიოლოგიურ ასევე ბაქტეროლოგიურ მაჩვენებლებზე . პირველი ნიმუშების წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება 3-5 დღეში, საბოლოო შედეგები კი 10 დღეში. ამის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნება ზღვის სეზონი, ჩვენთან მობრძანებულ სტუმრებს წარმატებულ დასვეებას ვუსურვებ”, – აღნიშნა გია რუხაძემ.