საჩხერეში მოძვი-ჯალაურთის გზის მშენებლობა სრულდება

178

საჩხერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება, რამდენიმე კი მიმდინარეობს. ისინი იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა დაათვალიერა.

მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, უკვე სრულდება სოფლების, მოძვი-ჯალაურთის, დამაკავშირებელი 6 კმ. – მდე საავტომობილო გზის მოასფალტება, სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 200 000 ლარით ფინანსდება.

საჩხერეში მიმდინარეობს მერჯევისა და ჭორვილის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 5 კმ. – იანი გზის მშენებლობა. ამ დრომდე ეს მონაკვეთი ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობასა და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით,  აღნიშნული გზის მონაკვეთით სამი სოფლის: მერჯევის, საირხისა და ჭორვილის მოსახლეობა ისარგებლებს.

ქალაქ საჩხერეში მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი ზონები მოეწყობა ივანე გომართელისა და ს. დურმიშიძის ქუჩებზე. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის 5 % – იანი თანამონაწილეობით, 217 000 – მდე ლარით ფინანსდება.

საჩხერეში ასევე შენდება საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც რამდენიმე თვეში ადგილობრივ მოსახლეობას ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით 200 – მდე სერვისის შესთავაზებს.