13 ივნისი – ვერეს ხეობის ტრაგედია (ფოტოისტორია)

3426

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მათ შორის, გარდაიცვალა მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ზონაში 7 ადამიანის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი დაიღუპა.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი. განადგურდა 84 და დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი.

განადგურდა და დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი – გზები, ხიდები, გვირაბები… მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი.

ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შემდეგ აღდგენით სამუშაოებზე 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დღეს 13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა.

გამოყენებულია ერეკლე როსტომაშვილის და გიორგი ისაკაძის ფოტოები.