მარნეულის მერი პროკურატურაში დაიბარეს

1184

წინა სტატია

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი მოქალაქეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ქვემო ქართლის ტელეკომპანია მერის კომენტარზე დაყრდნობით იუწყება.

საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომლის მიხედვითაც, მარნეულში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც თბილისში, ზაზა სარალიძისადმი სოლიდარობის აქციაზე, ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ჯერ ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

როგორც აბაზოვმა ტელეკომპანიასთან საუბრისას თქვა, ის მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში შუადღისთვისაა დაბარებული. მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში ასევე დაბარებულები არიან მარნეულში მცხოვრები სხვა მოქალაქეებიც.

მარნეულის მერი ირწმუნება, რომ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი იცის და ამის შესახებ ინფორმაცია მედიისგან შეიტყო, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეს სწორედ მისი დავალებით მოახდევინეს ბოდიში, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამოძიება გუშინ დაიწყო.