ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ბეტონის გზა დაიგო

1231

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, გზის საფარი კეთდება ქუთაისის მწვანე ყვავილას, ლუკა ასათიანისა და ლესელიძის ქუჩებზე.

ქუთაისის მერიის ცნობით,სამივე ქუჩაზე ბეტონის საფარი დაიგო. კონტრაქტორები წინასწარ გამოცხადებული სატენდერო პირობით შეირჩა. მწვანე ყვავილას ქუჩზე 155 700 ლარი, ლუკა ასათიანის ქუჩაზე 93 835.28 ლარი, ხოლო ლესელიძის ქუჩაზე კი 242 669.52 ლარი დაიხარჯა.

მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე არხები და გზა კეთდება თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევებშიც – თაბუკაშვილის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 შესახვევებში მთლიანად მოასფალტდება გზა, რისთვისაც 300 ათას ლარამდე იხარჯება.