საკრებულომ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად ბუაძე დაამტკიცა

606

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გალაქტიონ ბუაძე დაამტკიცეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბუაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელად, ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ.

მისი კანდიდატურა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წარუდგინა.

საკრებულოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებიან.