ზესტაფონში ქალაქის საუბნო გზების აღდგენა-განახლება დაიწყო

621

ზესტაფონში ქალაქის საუბნო გზების აღდგენა–განახლება დაიწყო. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამჟამად ორი ქუჩის: ფალიაშვილისა და ფარნავაზის ქუჩების რეაბილიტაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთ მათგანზე მოხრეშვა, მეორე ქუჩაზე კი გეოდეზიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ქუჩებზე ბეტონის საფარი დაიგება.