ქუთაისში, გამსახურდიას N12-ის მცხოვრებლების თქმით, კორპუსი ავარიულია

1096

ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას №12 -ის მცხოვრებლები კორპუსის ავარიულ მდგომარეობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, შენობიდან ბათქაში ცვივა, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას აქცია უნდა გაემართა, თუმცა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, რომ ხალხი არ გამოვიდა გარეთ. ამ ფაქტს კი “მოსმენებით” ხსნის.

“შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ცვივა ბათქაში. გუშინწინაც ჩამოვარდა, რაცას ორი ბავშვი შემთხვევით გადაურჩა. მოსახლეობამ დახმარებისთვის მიმართა მერიას, რაზეც უთხრეს, რომ თანხა არ ქონდათ და ვერ გააკეთებდნენ, სამაგიეროდ, მოუწყვეს ფანჩატური. მოსახლეობამ გუშინ მომმართა და მთხოვა, მათთან ერთად გამეპროტესტებინა არსებული მდგომარეობა. როგორც ვიცით, ტელეფონები ისმინება, ალბათ, ჩვენი საუბარიც მოისმინეს, დღეს მოვიდნენ მერიის წარმომადგენლები და დაპირდნენ, რომ დროულად მოახდენდნენ შეკეთებას. კარგია, თუ ასე მოხდება, მაგრამ მივმართავ მერს, ძალიან ბევრი შენობაა ამ მდგომარეობაში და მიაქციონ ყურადღება”, -განაცხადა გოგი წულაიამ.