ახალციხეში სოციალურ საკითხთა კომისიას ერთი წევრი დაემატა

677

ახალციხის საკრებულოში სოციალურ საკითხთა ცხრაკაციან კომისიას დეპუტატი გიორგი ბეროშვილი საკუთარი ინიციატივით დაემატა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

გიორგი ბეროშვილის სოციალურ საკითხთა კომისიის წევრად დამატებას კენჭი ახალციხის საკრებულომ გუშინ, 11 ივნისს გამართულ სხდომაზე უყარა.

ამასთან, ბეროშვილი ფრაქცია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ თავმჯდომარეა.

„მას აქვს უფლება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეც იყოს და კომისიის წევრიც“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

გუშინდელ სხდომას გიორგი ბეროშვილი არ დასწრებია.