როგორი იქნება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი (ვიდეო)

2876

წინა სტატია

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის პროექტირება ივნისის ბოლოს დასრულდება, მშენებლობა კი 2019 წლის იანვარში დაიწყება. რიკოთის უღელტეხილზე მოეწყობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 52 კმ-იანი სიგრძის გზა, 96 ხიდი (საერთო სიგრძით 21 კმ) და 53 გვირაბი (საერთო სიგრძით 36 კმ).

პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, 2021 წელს დასრულდება.

უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, ხოლო ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმა საკუთარ თავზე აიღო.

ამ დროისთვის კი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.

მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მივა, 21 ხიდი და 5 გვირაბი მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 200 მილიონი აშშ დოლარია.