გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე გაგრძელდება

689

წინა სტატია

გორის მერიამ საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების მიზნით სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერი დღეს გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებუილმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.

პროექტი, რომლის სატენდერო ღირებულებაც 454 450 ლარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელედება.

შეგახსენებთ, რომ ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე, გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.

“სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბავშვებს სკოლამდელი განათლების მისაღებად აღარ მოუწევთ, საკმაოდ შორს, ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში სიარული. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს”, – აცხადებენ გორის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქალაქ გორში არსებული 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.